Jukebox.ge

 

შეუქმენით თქვენ სტუმრებს სასიამოვნო გარემო და მიეცით საშუალება თავად აირჩიონ სასურველი სიმღერები რომლის მოსმენა მათ სურს უდიდესი 50000+ სიმღერის ბაზიდან.

Jukebox-ი წარმოადგენს თვითმომსახურების მუსიკალურ აპარატს რომელიც გარკვეული ტარიფის საფასურად უკრავს კლიენტის მიერ არჩეულ მელოდიას, საკუთარი „მუსიკალური ბაზიდან“, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა პოპულარულ ჰიტებს დაწყებული 60–იანი წლებიდან დამთავრებული უახლესით.
Jukebox–ის განთავსება ხდება უსასყიდლოდ რესტორნებში ბარებში გასართობ ცენტრებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ხელშეკრულების საფუძველზე.

რატომ Jukebox–ი?

Jukebox, ჯუკბოქსი, მუსიკალური აპარატი
არის დამატებითი შემოსავლის წყარო ობიექტისათვის.
აქვს თანამედროვე, დახვეწილი დიზაინი, რომელიც ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს.
აქვს უდიდესი მუსიკალური ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნას.
აქვს სასურველი მელოდიის მრავალი და ძალზედ მოსახერხებელი საძიებო სისტემა, მათ შორის სენსორული ეკრანი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს უმარტივესად იპოვოს სასურველი მელოდია.
აქვს თავსებადობის უნარი ნებისმიერ ადგილობრივ მუსიკალურ სისტემასთან (მხედველობაში მიიღება ბარის, რესტორნის, საბილიარდოს და ა.შ. ადგილობრივი მუსიკალური სისტემა) და უზრუნველყოფს მოწესრიგებულ მუსიკალურ გარემოს.
მოთხოვნის არსებობის შემთხევევაში აქვს საშუალება მოეწყოს ე.წ. „Karaoke“ სისტემა
აქვს ასევე საშუალება მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში დაუკრას სარეკლამო ვიდეო რგოლები.
Digital Technology-ს გაფორმებული აქვს სალიცენზიო შეთანხმება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან, რომლის თანახმად Jukebox - ის აპარატის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებზე Digital Technology-ს მიღებული აქვს ნებართვა „ასოციაციის რეპერტუარს“ მიკუთვნებული ნაწარმოებების საქართველოს ტერიტორიაზე მუსიკალური ყუთ(ებ)ის საშუალებით საჯარო შესრულების შესახებ.

All rights reserved Jukebox.ge 2019